რკინიგზელთა პროფკავშირები გამაფრთხილებელ აქციას გამართავს

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, დღეს, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წინ გამაფრთხილებელ აქციას გამართავს

პროფკავშირების ინფორმაციით, რკინიგზელები მოუწოდებენ ადმინისტრაციას, დააკმაყოფილონ ,,ახალი პროფკავშირის" მოთხოვნები და თავიდან აირიდონ 26 ნოემბერს დაანონსებული სრულმასშტაბიანი გაფიცვა რკინიგზაზე.

აქციაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული რკინიგზელები მიიღებენ მონაწილეობას.