ფოთში აფხაზეთიდან დევნილთა კორპუსების თბო და ჰიდროიზოლაციით შეფუთვა დაიწყო

ფოთში ახალ რაიონში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, კორპუსების თბო და ჰიდროიზოლაციით შეფუთვა დაიწყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამუშაოების შესასრულებლად 2 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯავა" ახორცილებს. დღეს ახალ რაიონში ფოთის მერი ირაკლი კაკულია მივიდა და სამუშაოთა მწარმოებლებს გაესაუბრა.

როგორც კაკულიამ განაცხადა, კორპუსების თბო და ჰიდროიზოლაციით შეფუთვა 2 თვეში დასრულდება. მისივე ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი მცხოვრებლები დაასაქმა. ფოთში ახალ რაიონში 1054 ოჯახი ცხოვრობს.