ანგელა მერკელი: რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება გარდაუვალია

რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება, აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, გარდაუვალია 

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. "ჩვენ შეუჩერებლად ვმუშაობთ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კრიზისის დიპლომატიური გზით დასარეგულირებლად. თუმცა სამწუხაროდ, კვლავინდებურად გრძელდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ საჯარიმო სანქციები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციისთვის შესამჩნევ ნაბიჯებს არ გადადგამს. ნოემბერში, ავსტრალიაში გამართულ "დიდი ოცეულის" სამიტზე ანგელა მერკელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გაფართოებას გეგმავს.