რკინიგზელთა გაფიცვის შესახებ გიორგი კვირიკაშვილი უწყების ხელმძღვანელს ესაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რკინიგზელების გაფიცვის საკითხზე რკინიგზის ხელმძღვანელს ესაუბრა.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, გაფიცვის მიუხედავად, რკინიგზა შეფერხების გარეშე მუშაობს.  "მე ვესაუბრე რკინიგზის ხელმძღვანელობას. რამდენადაც ვიცი, რკინიგზა შეფერხებების გარეშე მუშაობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებთან დიალოგის გამართვა საჭიროა. მათ აქვთ გარკვეული საკითხები, მათ მენეჯმენტი მოუსმენს და მოთხოვნებს შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.