რუსეთში 1466 ტონა მანდარინია ექსპორტირებული

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ექსპორტირებული მანდარინის რაოდენობა - 4585.6 ტონას, გადამუშავებული კი 379.6 ტონას შეადგენს.

მანდარინის ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთშია ექსპორტირებული და 1466 ტონას შეადგენს. რაც შეეხება უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტირებული მანდარინის რაოდენობას, ის შესაბამისად, 1031,8; 674,8 და 446,7ტონაა.

ამავე მონაცემებით, ამ ეტაპზე ბელორუსში- 212,801 ტონა, ყაზახეთში - 68,2 ტონა დანარჩენ ქვეყნებში კი 516, 3 ტონა მანდარინია ექსპორტირებული. წელს, წინასაწარი მონაცემებით 41 580 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მოსავალია ნავარაუდევი, მათ შორის 36 790 ტონა მანდარინია.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2014 წლის მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 2 მილიონამდე ლარი გამოუყო. სააგენტო კი, თავის მხრივ, არასტანდარტული მანდარინის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც ერთ კილოგრამ მანდარინს 0,20 ლარად შეისყიდიან, ერთ კილოგრამ მანდარინზე 0,10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.