რუსეთმა ბელორუსიდან ხორცის შეტანა აკრძალა

რუსეთმა ბელორუსიდან ხორცის შეტანაზე უარი თქვა.

"ბიბისის" რუსული სამსახურის ინფორმაციით, რუსეთში ბელორუსული ხორცის შეტანაზე აკრძალვა შეეხო დაახლოებით 400 ათას ტონა ხორცს. "როსსელხოზნადზორის" გადაწყვეტილებით, რუსეთის ტერიტორიაზე პროდუქციის შეტანა რვა ბელორუსულ კომპანიას აეკრძალა. რუსეთის სანიტარული უწყების განცხადებით, ბელორუსული პროდუქცია არ აკმაყოფილებს რუსეთის კანონმდებლობითა და საბაჟო კავშირით გათვალისწინებულ ნორმებსა და მოთხოვნებს და ის მავნე მიკროორგანიზმებს შეიცავს.