გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვისცენტრი ზუგდიდში გაიხსნა

ზუგდიდში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე ტექნიკითა და წყლის ხარისხის მაკონტროლებელი მობილური და სტაციონარული ლაბორატორიით აღჭურვილი ოფისი დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სერვისცენტრი ზუგდიდის, ანაკლიისა და განმუხურის 7 000-მდე ფიზიკურ და 500-მდე იურიდიულ პირს მოემსახურება. "ოფისში ყველა პირობაა შექმნილი, რათა აბონენტებმა ოპერატიული და მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღონ. ასევე, ქალაქში წარმოებული პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და დავალიანებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ", - აცხადებენ სამინისტროში.