საბავშვო ბაღში საკვებად გამზადებულ პურში მღრღნელების ექსკრემენტები აღმოაჩინეს

ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღში საკვებად გამზადებულ პურში მღრღნელების ექსკრემენტები აღმოაჩინეს.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ფაქტი ქალაქის მერიაში ქალაქის მენეჯერების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შეხვედრის დროს გახდა ცნობილი. შეხვედრაზე მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა ის პურის ნაჭერი წარმოადგინა, რომელიც საბავშვო ბაღის კვების ობიექტიდან ამოიღეს.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა მის შესწავლას გეგმავს.