დავით სერგეენკო: კერძო სადაზღვევო კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებზე მცხოვრები ორგანიზაცია არაა და ბიზნესი უნდა განავითარონ

კერძო სადაზღვევო კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებზე მცხოვრები ორგანიზაცია არაა და მათ ბიზნესი უნდა განავითარონ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ იმ ფაქტის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც სადაზღვევო კომპანიების დავალიანებამ 3 მილიონ ლარს მიაღწია. რამდენად რეალურია, რომ მათ ამ თანხის დაფარვა მოახერხონ იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო პროგრამაში არ მონაწილეობენ.

"კერძო სადაზღვევო კომპანიის მისია, დედააზრი და დაფუძნების მიზანი არის ის, რომ იზრუნონ კორპორატიული კლიენტების მოზიდვაზე. ასეთი საქართველოში არის 400 000. კერძო სადაზღვევო კომპანია არ არის სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებზე მცხოვრები ორგანიზაცია. მათ უნდა განავითარონ ბიზნესი და ექნებათ ამის შესაძლებლობა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.