რუსეთი "სამხრეთის ნაკადის" პროექტის მონაწილე ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე არ მიიწვიეს

რუსულ მხარეს "სამხრეთის ნაკადის" პროექტის მონაწილე ქვეყნების მინისტრთა შეხვედრაზე დასასწრებად მიწვევა არ მიუღია.

შეხვედრა ბირუსელში, 9 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წყაროზე დაყრდნობით იუწყება.  "რუსეთს ჯერ ოფიციალური მიწვევა არ მიუღია. როგორც ჩანს, პროექტის მონაწილე ქვეყნების მინისტრებმა ჯერ კიდევ უნდა ჩამოაყალიბონ თავისი პოზიცია და, როგორც ჩანს, ეს საკითხი ბრიუსელში გასამართ სხდომაზე იქნება განხილული", - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

1 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და შემდეგ "გაზპრომის" ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განაცხადეს, რომ უარს ამბობენ "სამხრეთის ნაკადის" პროექტის მშენებლობაზე პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებული განუსაზღვრელი პერსპექტივის გამო.