ქართული თხილის საკითხებზე ფორუმი გაიმართება

თემაზე - "ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე - გამოწვევები და პროგნოზები 2015-2020" ფორუმი გაიმართება.

როგორც ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ "დოქტრინაში" აცხადებენ, რიგით მეორე ფურუმს დღეს გამართავს ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი "დოქტრინა" და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევის ცენტრი. ღონისძიება დღეს, 13:00 საათზე სასტუმრო "თბილისი მერიოტში" მოეწყობა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმზე უახლესი გამოკვლევის პრეზენტირება მოხდება, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალი და საექსპორტო შემოსავლების საპროგნოზო ანალიზი 2015-2020 წლებისათვის. მათივე ინფორმაციით, ფორუმზე დარგში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა გაიმართება. განიხილება თხილის ხარისხთან და მოსავლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები. წარმოდგენილი იქნება წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტი დარგობრივი პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.

ფორუმს დაესწრებიან ეკონომიკის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და დაინტერესებული მხარეები.