ნოდარ ხადური: ინვესტიციები გაზრდილი კი არა, გაორმაგებულია

ინვესტიციები გაზრდილი კი არა, გაორმაგებულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება საინვესტიციო გარემოში არსებულ პრობლემებს, მინისტრის განმარტებით, პრობლემა ბევრია, მაგრამ მაკროეკონომიკური გარემო გამოსწორებულია. "რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს ახალი შესაძლებლობები, ეს არის ევროკავშირის ბაზარი - ის შესაძლებლობა, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მოგვცა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ნოდარ ხადურმა შიდა ვალთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამისი პარამეტრი კანონით დაშვებული ნორმის ფარგლებშია. "მინდა გითხრათ, რომ შიდა ვალის პარამეტრი, ისევე როგორც ზოგადად, ვალის პარამეტრი არის დასაშვებ ფარგლებში, ის ასევე ჯდება იმ შეზღუდვაში, რომელიც კანონმდებლობით აქვს დაწესებული საქართველოს"', - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.