ობამა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ხელს კვირის ბოლოსთვის მოაწერს

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტზე და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ კანონზე ხელმოსაწერად მზად კვირის ბოლოს იქნება.

ამის შესახებ "როიტერი" თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ გუშინ განაცხადა, რომ თუკი მოსკოვი გააგრძელებს კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას უკრაინის კრიზისთან მიმართებაში, აშშ და ევროკავშირიც ასევე მოიქცევიან სანქციების საკითხთან დაკავშირებით. ქერის თქმით, სანქციები შეიძლება თვეების შემდეგ გაუქმდეს და რამდენიმე დღის შემდეგაც - ეს კრემლის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.

ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ივლისის ბოლოს დაუწესა.