რუსეთში რუბლის ვარდნამ პროდუქტებზე ფასების მატება გამოიწვია

რუსეთის ცენტრალური ბანკის დღევანდელი მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულებამ 67,7851 რუბლი შეადგინა, ერთი ევროს ღირებულებამ კი 84,5890 რუბლს მიაღწია.

რუსული მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს ადგილობრივი დროით 20:50 საათზე მოსკოვის ბირჟაზე ერთი დოლარის ღირებულებამ 60,25 რუბლი შეადგინა, ევრომ - 74,6 რუბლი. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუბლის ვარდნამ სასურსათო და არასასურსათო პროდუქციაზე ფასების მატება გამოიწვია.

"ინტერფაქსის" ინფორმაციით, უცხოური ალკოჰოლის მიმწოდებლებმა პროდუქციაზე ფასი 15-20%-ით გაზარდეს, ჩაისა და ყავაზე კი 25-30 პროცენტით. გუშინ საღამოს ლონდონის ბირჟაზე "ბრენტის" მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე 62 დოლარი დაფიქსირდა.