სოფელ ჭერემში ახალი ელექტროგამანაწილებელი ქსელი გაიხსნება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში დღეს ახლად აშენებული ელექტროგამანაწილებელი ქსელი გაიხსნება.

ღონისძიებას გუბერნატორთან ერთად ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და რაიონის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან. სოფელ ჭერემში მცხოვრები 75 ოჯახისთვის, რომლებსაც 20 წელზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდებათ - აშენდა 14 კმ სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 1 ერთეული 250 კვმ სატრანსფორმატორო ქვესადგური, აშენდა 5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

სამუშაოები სს "კახეთის ენერგოდისტრიბუციამ" შეასრულა. განხორციელებულ სამუშაოებზე 296 ათასი ლარი დაიხარჯა.