ევროკავშირის საბჭოს მიერ ყირიმისთვის დაწესებული სანქციები დღეიდან ამოქმედდება

ევროკავშირის საბჭომ ყირიმის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

"უნიანის" ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია წერილობითი პროცედურით. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესმდივანმა მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა."შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საბჭომ წერილობითი პროცედურით მიიღო დამატებითი მნიშვნელოვანი სანქციები. ჩვენ ვსაუბრობთ დამატებით ზომებზე ყირიმთან ინვესტიციების, მომსახურებისა და ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა კოსიანჩიჩმა. მისივე ინფორმაციით, მიღებული ზომები ძალაში 20 დეკემბრიდან შევა.

პრესმდივნის განცხადებით, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია უკანონოა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. "სწორედ ამიტომ ვამკაცრებთ ამ პოლიტიკას რუსეთის ანექსიის წინააღმდეგ", - განაცხადა კოსიანჩიჩმა.