ალექსანდრე პუშკოვი: ევროკავშირმა არ იცის, როგორ აღადგინოს უკრაინის ეკონომიკა რუსეთის გარეშე

ევროკავშირმა არ იცის, როგორ აღადგინოს უკრაინის ეკონომიკა რუსეთის მონაწილეობის გარეშე, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე პუშკოვმა განაცხადა.

"ვსვამ კითხვას – როგორ აპირებს ევროკავშირი უკრაინის ჩამოქცეული ეკონომიკის ამოქაჩვას რუსეთის გარეშე? ევროკავშირს პასუხი არ აქვს და არც ექნება", - აცხადებს პუშკოვი.

Financial Times-ის ინფორმაციით, მსოფლიო სავალუტო ფონდის დათვლით, უკრაინას მიმდინარე რამდენიმე კვირის განმავლობაში ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად დამატებით 15 მილიარდი დოლარი ესაჭიროება.