ვლადიმერ პუტინი არაყზე ფასის მომატების წინააღმდეგია

2014 წელს, 0,5 ლიტრი არაყის ფასი 30%-ით გაიზარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერი პუტინმა, სახელმწიფო სხდომის მიმდინარეობის დროს განაცხადა, რომ პირადად იგი ალკოჰოლზე ფასების მომატების წინააღმდეგია, თუმცა, მიიჩნევს, რომ ალკოჰოლიზმთან ბრძოლაა საჭირო. "მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსახლეობის ნებისმიერი სახით ალკოჰოლიზაციას. ამასთან, ბრძოლაა საჭირო, მაგრამ ბრძოლა გონიერი ნაბიჯებითა აუცილებელი. ალკოჰოლზე ფასების მომატება, მხოლოდ სუროგატული სასმელის მომხმარებელთა რაოდენობას გაზრდის" - განაცხადა პუტინმა.

რუბლის კურსის დაცემისა და გაზრდილი ინფლაციის გამო, რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ სირთულეებს განიცდის. 2014 წელს, 0,5 ლიტრი არაყის ფასი 30%-ით გაიზარდა.

"არალეგალური არაყი, ყოველგვარი სუროგატები და მსგავსი სპირტიანი სასმელები, ლეგალურ პროდუქციაზე ფასების ზრდის გამო ჩნდება" - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, იგი ამ საკითხზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დიმიტრი მედვედევს ესაუბრა და დასძინა, რომ "შესაბამისმა სტრუქტურებმა ამაზე უნდა იფიქრონ".

რუსეთის ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა გაყინოს აქციზის ფასი, ერთი ლიტრი სუფთა სპირტისთვის 500 რუბლზე. პრეზიდენტის თქმით, ალკოჰოლიზმთან ბრძოლა კულტურითა და სპორტის მიმართ ინტერესის გაზრდითაა საჭირო. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს სახელმწიფო დუმამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ალკოჰოლური სასმელის რეკლამირება მხოლოდ 23:00-07:00-მდე იქნება შესაძლებელი.