ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრ ხავიერ ბეტელს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.