ბარაკ ობამა: აშშ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს უკრაინაში მისი ქმედებების გამო და ასევე, მზადაა, ყველა დასაშვები შესაძლებლობა გამოიყენოს დონბასში კონფლიქტის შესაჩერებლად.

ობამა გამოვიდა მოწოდებით, შენარჩუნდეს აშშ-სა და ევროპის ერთიანობა რუსეთთან მიმართებაში აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო. ობამას თქმით, ამერიკის მიზანი არ არის რუსეთის ეკონომიკის დასუსტება. თუმცა, აღნიშნა, რომ სეპარატისტების მხარდაჭერამ ზავის დარღვევა გამოიწვია.