ნოდარ ხადური: არის სერიოზული მოლაპარაკებები, რომ საქართველოში რამდენიმე საინტერესო ინვესტიცია განხორციელდეს

არის სერიოზული მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რამდენიმე საინტერესო ინვესტიცია განხორციელდეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც ლარის კურსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

მისივე თქმით, გასული წლის მესამე კვარტალში, უცხოური ინვესტიციების საკმაოდ საინტერესო, პრაქტიკულად, 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხადურის განმარტებით, ჯერჯერობით მეოთხე კვარტლის მონაცემები ცნობილი არ არის.  "გასაგებია, რომ ზოგადად ინვესტორები ფრთხილად უყურებენ საერთოდ ინვესტირებას, მაგრამ არის რამდენიმე სერიოზული მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რამდენიმე საინტერესო ინვესტიცია განხორციელდეს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.