ფინეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების მზადყოფნას გამოთქვამს

ფინეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების მზადყოფნას გამოთქვამს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერკი ტუომიოას განცხადებით, ჰელსინკში არ აქვთ ნათელი სურათი იმის შესახებ თუ რა ხდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღონ. "ჩვენ არ გამოვრიცხავთ დამატებითი სანქციების შემოღებას, თუ ამის საჭიროება იქნება", - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.