სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე მდებარე 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია დასრულდა

სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მდებარე 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებდა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოხდა ესტაკადის დაზიანებული კონსტრუქციის დემონტაჟი და აიწყო ახალი კონსტრუქცია; გაკეთდა ნეგებობის საფუძველი; დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი; მოეწყო პლაჟზე ჩასასვლელი კიბეები.

ესტაკადის რეაბილიტაცია სარფის ნაპირგამაგრებისა და ქვისცვენის შეჩერების პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს. ესტაკადის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ 273 ათას ლარს შეადგენს. მის განხორციელებაზე 70 ადამიანი იყო დასაქმებული, უმეტესობა მათგანი ადგილობრივი მოსახლეა.

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე დღე-ღამეში, საშუალოდ, 15000 მანქანა მოძრაობს, განხორციელებული სამუშოების შედეგად, ესტაკადაზე გადაადგილება მათთვის უსაფრთხო და კომფორტული იქნება.