დავით უსუფაშვილი: საქართველოს ეკონომიკაში რაც ხდება, არის შიდა და გარე პრობლემების ერთობლიობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ში, "ჯორჯთაუნის" უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის, რაც ეკონომიკაში ხდება, ვერ იტყვის, რომ მხოლოდ საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული. "ეს არის შიდა და გარე პრობლემების ერთობლიობა. მთავრობა არ იყო მზად მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის. რუსეთიდან საქართველოში 60%-ით ნაკლები ფული გადმოირიცხა იქ მცხოვრები ქართველების მიერ. 2014 წელს ტურისტების რაოდენობა 20%-ით შემცირდა, ნაწილობრივ ვიზების ფაქტორით. ეს კი პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს, რადგან რიგის სამიტისგან გვინდა მწვანე შუქი მივიღოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადების თარგმანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.