რუსეთმა და უკრაინამ გაზის მიწოდების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

რუსეთმა და უკრაინამ გაზის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება ევროკავშირის ქვეყნებშიც არ შეფერხდება.

ამის შესახებ "ბიბისი" ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩზე დაყრდნობით იტყობინება. "მოხარული ვარ, რომ მიღწეული იქნება შეთანხმება უკრაინისათვის გაზის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, შედეგად ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხდება ევროპულ ბაზარზეც" , - განაცხადა შევჩოვიჩმა.

გუშინ გამართული მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ მარტის თვის განმავლობაში "გაზპრომი" კიევს ყოველდღიურად 114 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზს მიაწვდის წინასწარი გადახდის შემთხვევაში.