მსოფლიოს ყველაზე ღატაკი ეკონომიკის მქონე  ქვეყნები

ამერიკული სააგენტო "ბლუმბერგის" მონაცემებით, მიმდინარე წელს მსოფლიოში ყველაზე ღატაკი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ვენესუელა დასახელდა.

2015 წლის ”სიღატაკის ინდექსში” პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა და საბერძნეთი.

"უკრაინის შემთხვევაში, ომის გამო ეკონომიკური სირთულეები კიდევ უფრო მოიმატებს. რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან არსებული დაძაბულობის გამო გაგრძელდება უმუშევრობა და ინფლაცია", - ნათქვამია "ბლუმბერგის" კვლევაში.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს უკრაინაში უმუშევრობა არსებული 8,9 პროცენტიდან 9,5 პროცენტამდე გაიზრდება, ინფლაცია კი 17,5% იქნება მაშინ, როცა გასული წლის დეკემბერში უკრაინაში ინფლაციის მაჩვენებელმა 24,9% შეადგინა.

რაც შეეხება ვენესუელას, "ბლუმბერგის" პროგნოზით, 2015 წელს ვენესუელაში ინფლაცია 78,5%-ს მიაღწევს.

"სიღატაკის ინდექსში" მეშვიდე პოზიციაზე აღმოჩნდა რუსეთი. ათეულში ასევე მოხვდნენ ესპანეთი, ხორვატია, თურქეთი და პორტუგალია.

სააგენტო "ბლუმბერგი" ქვეყნის ეკონომიკური სიღატაკის დონეს ქვეყანაში არსებული უმუშევრობისა და ინფლაციის მაჩვენებელზე დაყრდნობით განსაზღვრავს.

bpn