აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

"კონკრეტული ადამიანების ქმედებები და პოლიტიკა, რომელიც ხელს უშლის უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებს, საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ასევე რუსეთის ფედერაციის ქმედებები და პოლიტიკა, მათ შორის ყირიმის გამიზნული ანექსია და უკრაინაში ძალის გამოყენება, საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. ამიტომაც აუცილებელია ბრძანება 13660-ის მოქმედების გაგრძელება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამგვარად, თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებით, 2014 წელს მიღებული ყველა სანქცია, მათ შორის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული შეზღუდვები, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.