ალექსანდრ ლუკაშევიჩი: რუსეთის პოზიციას დასავლეთის სანქციები ვერ შეცვლის

რუსეთის პოზიციას დასავლეთის სანქციები ვერ შეცვლის. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ცდილობს ვითარების გამწვავებას, მაშინ როდესაც უკრაინაში სამშვიდობო პროცესების დაწყება შესამჩნევია. ლუკაშევიჩმა აღნიშნული კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ გააკეთა.

თეთრი სახლის ლიდერმა, ბარაკ ობამამ გუშინ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.