იოჰანეს ჰანი: ევროკომისია ჯერ მზად არ არის, საქართველოსა და უკრაინისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებზე ისაუბროს

ევროკომისია ჯერ მზად არ არის, ისაუბროს საქართველოსა და უკრაინისათვის 2015 წლის მაისის რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებზე.

"რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

"ამ დროისთვის საქართველოში მიმდინარეობს კვლევა, ვნახოთ რა შედეგები იქნება, რომლის მიხედვითაც შევძლებთ თუ არა ჩვენ, ევროკომისიის სახელით დადებით შეფასების გაკეთებას. ამის შემდეგ კი როგორც იცით, საჭიროა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს მოსაზრებების და გადაწყვეტილების მოსმენა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზეც", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.