ოთარ დანელია ბიუჯეტის ათვისების კუთხით მისი უწყების გარკვეულ ჩამორჩენას ტექნიკური ნიუანსებით ხსნის

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბიუჯეტის ათვისების კუთხით მისი უწყების გარკვეულ ჩამორჩენას ტექნიკური ნიუანსებით ხსნის.

როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მიერ დღეს გავრცელებული შესაბამისი ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, სამინისტროს ჩამორჩენა დონორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების ნაწილში აქვს, რაც მათ შიდა პროცედურებთანაა დაკავშირებული.

"ათვისებაში არის დაგვიანება. ეს გახლავთ ძირითადად დონორი ორგანიზაციის მიერ ინიცირებული პროექტების ნაწილში და მხოლოდ და მხოლოდ მათ შიდა პროცედურებთანაა დაკავშირებული - ანუ საბიუჯეტო ნაწილში არ არის არანაირი ჩამორჩენა. არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ნიუანსების გამო, შიდა პროცედურების გათვალისწინებით, დონორების ნაწილში, რომელსაც დავაკორექტირებთ და პრობლემა არ გვექნება", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.