საქსტატის მონაცემებით, გასული წლის მე-4 კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 13.0 მლრდ ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2014 წლის IV კვარტალში საწარმოთა მთლიანი ბრუნვის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის ამ პერიოდში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 13.0 მლრდ ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ – 6.8 მლრდ ლარი შეადგინა. მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 82.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 9.3 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 8.6 პროცენტი.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი – 79.3 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 11.5 პროცენტი და მცირე ბიზნესი – 9.2 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტლის განმავლობაში 10.4 მლრდ ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 6.7 მლრდ ლარი შეადგინა.

საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 82.5 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 9.2 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 8.3 პროცენტი. თითქმის იდენტური ვითარებაა გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზეც: მსხვილი ბიზნესი – 83.9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 7.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 8.6 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში შეადგინა 444.6 მლნ ლარი, რაც საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 55.0 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 40.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 4.1 პროცენტი. საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 535.0 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 39.1 პროცენტი ქალია, ხოლო 60.9 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 63.0 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 16.6 პროცენტი,

მცირე ბიზნესი – 20.4 პროცენტი.  საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე შეადგინა 1545.7 მლნ ლარი. საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში შეადგინა 980.5 ლარი, მათ შორის ქალების - 713.6 ლარი.