აუქციონზე 25 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2015 წლის 11 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 30 185 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.070 პროცენტით, მაქსიმალური 7.480 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.429 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 7.124 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.