დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მედიკამენტების გაძვირების ტენდენცია შემცირებულია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია შემცირებულია.

ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა."ფასების მატების ტენდენცია აღარ არის. პირიქით, გაძვირება შემცირებულია. ვგულისხმობ იმას, რომ თუ იყო გამოკვეთილი 15-20 პროცენტიანი ზრდა რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე, ახლა ამ ტენდენციამ იკლო. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის, "პსპ"-ს აშკარად საზოგადოების ინტერესებისკენ გადადმულ ნაბიჯს, რომლითაც მათ რამდენიმე ათეულ პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასი შეამცირეს. ამით გარკვეულ სტაბილიზაციას მივაღწიეთ", - აღნიშნა სერგეენკომ.