დოლარის ოფიციალური ფასი 2.18 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.18 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ხვალიდან, 14 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1849 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1908 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, 14 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.3125 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.3253 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0128 ლარი შეადგინა.