ნავთობის ფასი 9 პროცენტით დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 9 პროცენტით დაეცა.

"ბრენტის" ტიპის "შავი ოქროს" ფასმა ერთ ბარელზე 55 დოლარი შეადგინა. ექსპერტების განმარტებით, ნავთობის ფასის შემცირება ნაწილობრივ დოლარის ფასის მატებამ და ნავთობის მოპოვების რაოდენობის გაზრდის შესახებ პროგნოზებმა გამოიწვია. "შავი ოქროს" ფასის შემცირება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის რაოდენობა გაიზრდება, რის გამოც შესაძლოა, აშშ თავისუფალი რეზერვუარების გარეშე დარჩეს.