როგორ გამოიყურება აფხაზეთის ქალაქები დღეს

”მსოფლიომ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს რუსეთის ოკუპაცია”, - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული ვებგვერდი politolog.net ფოტორეპორტაჟს აფხაზეთიდან.

რეპორტაჟის ავტორი მკითხველს უბოდიშებს, რომ მის მიერ გადაღებულ ფოტოებზე არცთუ სახარბიელო სურათია ასახული - მიტოვებული და განადგურებული სახლები, რკინიგზის სადგურები, ქარხნები...

”ფსოუში გასაოცარ კონტრასტს ვაწყდებით - აქ პრაქტიკულად შეჩერებულია ვაჭრობა, საძოვრებზე კი გაძვალტყავებულ ძროხებს წააწყდებით”, - წერს ფოტოების ავტორი. რეპორტაჟის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ თითქმის სრულად გაჩანაგებულია ქალაქი ოჩამჩირე, რომლის მოსახლეობაც დღეს მისი ინფორმაციით, 5 ათას ადამიანზე ნაკლებია. ”ოჩამჩირე ნახევრადგანადგურებული და დაუმთავრებელი შენობების ნარევია. სევდიანი სანახაობაა”, - წერს ფოტორეპორტაჟის ავტორი.

იხილეთ ფოტოგალერეა