კომერციული გაზის ტარიფი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი

კომერციული გაზის ტარიფზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება, ტარიფი შენარჩუნდება თუ მცირედით გაიზრდება.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ მოახდინა მთავრობამ გაზის ტარიფის სუბსიდირება, მაშინ როდესაც პარლამენტს არ ჰქონდა სუბსიდირების ბიუჯეტი. "სუბსიდირება მოხდა გაზისა და ნავთობის კორპორაციის ხარჯზე. ტარიფს რაც შეეხება, მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ტარიფი შენარჩუნდება, თუ მცირედით გაიზრდება", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.