გიორგი ქადაგიძე: სესხების რესტრუქტურიზაციაზე მუშაობას ვაგრძელებთ

სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მუშაობას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

"სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით ვაგრძელებთ მუშაობას. იცით, რომ რიგმა ბანკებმა განახორციელეს თავიანთი შეთავაზებები. ჩვენ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში რიცხვი, რა რაოდენობის სესხების რესტრუქტურაზაცია მოხდა, როგორ იყო მოთხოვნა ასეთი ტიპის რესტრუქტურიზაციებზე მსესხებლების მხრიდან, მაგრამ აქვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის ფუნდამენტური საკითხის გადაწყვეტა, ეს არის მხოლოდ დროებითი შემსუბუქება ტვირთის ამ ადამიანებისთვის", - განაცხადა ქადაგიძემ.

25 თებერვალს ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძესა და კომერციული ბანკის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე ეროვნულმა ბანკმა სთხოვა კომერციულ ბანკებს წარმოედგინათ გეგმა, თუ როგორ უნდა შეუმსუბუქონ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ გამოტანილი, შემოსავალი კი ლარებში.