სარფის საბაჟოდან მგზავრს საიუველირო ნაკეთობები ფარულად შემოჰქონდა

სარფის საბაჟოდან მგზავრს საიუველირო ნაკეთობები ფარულად შემოჰქონდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"დიდი რაოდენობით ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების დეკლარირების გვერდის ავლით შემოტანა სცადა სგპ "სარფის" ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ნ.ტ.-მ. საბაჟო პროცედურების დროს მგზავრის ხელჩანთასა და სხეულზე მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს: 205 ცალი ყელსაბამი (1024,01,2 გრ.), 25 ცალი სამაჯური (274,94გრ.), 77 ცალი ბეჭედი (529,15 გრ.), 21 ცალი ოთხეული (წყვილი საყურე, ბეჭედი, კულონი) (348,34 გრ.), 6 ცალი სამეული (წყვილი საყურე, ბეჭედი) (101,24 გრ.), 72 ცალი კულონი (398,37 გრ.), 66 წყვილი საყურე (436,25 გრ.), 2 ცალი საყურე (6,46 გრ.)", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მათი ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირი დაჯარიმდა და სანქციის სახთ 3411,20 ლარის გადახდა შეეფარდა.