"თუ არ ავაშენეთ ჰესები, 1 მლნ ლარის ღირებულების ელექტროენერგიის შესყიდვა მოგვიწევს"

ჩვენ თუ არ ავაშენეთ პატარა, საშუალო და დიდი სიმძლავრის ჰესები, ერთ-ორ წელიწადში მოგვიწევს უცხოეთიდან 1 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიის შესყიდვა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ენერგოდამოუკიდებლობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. იმ ადამიანებს, ვინც სკეპტიკურად უყურებენ ჰესების მშენებლობას, რომელიც არც გარემოს აზიანებს და არც მოქალქეების უფლებებს არღვევს. ჩვენ თუ არ მოვახერხეთ და ფორსირებულად არ ავაშენეთ პატარა, საშუალო და დიდი სიმძლავრის ჰესები, ჩვენ 1-2 წელიწადში მოგვიწევს 1 მილიარდი ლარის ღირებულების ელექტროენერგიის შესყიდვა უცხოეთიდან. ეს იქნება დანაშუალი, რომ საქართველომ, რომელიც არის უმდიდრესი მთელ მსოფლიოში და მეორე ადგილზეა 1 სულ მოსახლეზე ჰიდრორესურსების მიხედვით, ვერ მოახერხოს ადგილზე მწვანე ენერგიის გამომუშავება", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ენერგომატარებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე ქვეყნები ომებს იწყებენ.

"ჩვენ გვაქვს ღმერთისგან ბოძებული რესურსები და უნდა გამოვიყენოთ. ამ ეტაპზე ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ 18%-ს. გვაქვს უნიკალური საშუალებები, რომ ჰესები ავაშენოთ. უნდა გავაძლიეროთ და უნდა მოხდეს ყველაფერი კანონის შესაბამისად, პროცედურების დაცვით, ისე, რომ გარემოზე ზემოქმედება იქნას შესწავლილი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, "ხუდონჰესთან" დაკავშირებით მუშაობა გრძელდება.