”ერთი ბარელი ნავთობის ფასი 70 დოლარს არ გადააჭარბებს”

მომდევნო წლების განმავლობაში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 70 დოლარს არ გადააჭარბებს.

ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა. მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ბიუჯეტის შევსება კიდევ უფრო გართულდება. "ბიუჯეტში შემოსავლები წლის დასაწყისიდან 19 მარტამდე 6 პროცენტით დაეცა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

რუსეთში ნავთობის ფასის დაცემამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეროვნულ ვალუტაზე. რუბლი გაუფასურდა, ასევე შემცირდა შემოსავლები. რუსეთის ფინანასთა მინისტრი მარტის დასაწყისში ვარაუდობდა, რომ 2015 წლის ბოლომდე ინფლაცია 12,2 პროცენტს მიაღწევდა, თუმცა, ამჟამინდელი პროგნოზებით ირკვევა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 12 პროცენტს არ გადააჭარბებს.