მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის

ნასა ზარმაცებს ნამდვილ ოცნებას სთავაზობს - სამსახური საწოლში. ხელფასი კი ყველაზე ზარმაც ადამიანსაც კი გააბედნიერებს - 5000 დოლარი 70 დღეში.

თუ ის ადამიანი ხარ, რომელიც სიხარულით დივანზე წამოგორებული ტელევიზორს უყურებ, ან მუხლებზე ლეპტოპი გიდევს და ინტერნეტში დაძრომიალობ, ან შეგიძლია კომპიუტერული თამაშები დღეების განმავლობაში ითამაშო, მაშინ შენი ადგილი ნასაშია! უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. შენი "უნიკალური შესაძლებლობები" კაცობრიობას მარსამდე მიღწევაში დაეხმარება!

კომპანია ნასა, რომელიც კოსმოსის შესწავლითა და საფრენი ტექნოლოგიების მომზადებით არის დაკავებული, აქტიურად ეძებს მოხალისეებს კოსმოსში გრძელვადიანი გაფრენის იმიტაციის ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის.

თითოეულ მონაწილეს 70 დღე რბილ საწოლში მოუწევს ყოფნა. მათ შეეძლებათ კომპიუტერული თამაშებით გაერთონ, ინტერნეტში შევიდნენ, წიგნები წაიკითხონ, ტელევიზორს უყურონ, ახლობლებსა და მეგობრებს ესაუბრონ.

იხილეთ სრულად