ჩინეთი სხვა ქვეყნებში 500 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

ჩინეთი 2020 წლისთვის სხვა ქვეყნებში 500 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს.

ამ გეგმების შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ბოაოში აზიის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. "ჩინეთის ეკონომიკა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, ეს კი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება", - განაცხადა ჩინეთის პირველმა პირმა. ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტის პროგნოზით, 2015 წელს პირდაპირი ჩინური არაფინანსური ინვესტიციები სხვა ქვეყნებში 10 პროცენტით გაიზრდება, რაც 113 მილიარდ დოლარიან ზრდას გულისხმობს.