კორუფციული სამკუთხედი

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამო­ძ­­იებო სამსახურმა "ბინათმესაკუთრეთა ამხა­­ნაგობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის" კორუფციული სქემის შესწავლა­ დაიწყო.

ეს პროექტი ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც გამგეობებისა და ამხანაგობ­ე­ბის თანადაფინანსებით მრავალბინიანი კორპუსების­ გამაგრებითი, გადახურვის, სადარბაზოების სარემონტო და სხვა სამუ­შაოები მიმდინარეობდა. გამომძიებლები იმან დააინტერესა, რომ უმრავლეს შემთხვე­ვაში სამუშა­ოს ასრულებდნენ ერთი და იგ­ივე კომპანი­ები, რომელთაც გამგეობის ხელმძღვანელი პირები პირადი ფინანსური­ დაინტერესების საფუძველზე­ არჩევდნენ. კან­ონმდებლობის თანახმად კი, სამუშაოების მწარმოებელი კომპანია უნდა შეერჩია ამხა­ნაგობის­ თავმჯდომარეს, მაგრამ ხშირად გამგეობა არჩევდა სასურველ კომპანიას და ამხანაგ­ობის თავმჯდომარეს სთხოვდა,­ მასთან გაეფორმებინა ხელშეკრულება, სანა­ცვლოდ კი ამხანაგობას არ მოუწევდა თანად­ა­ფინანსების ფარგლებში დაწესებული­ 20%-ის გადახდა.­ კორუფციული სამკუთხედის მიხედვით, სამშე­ნებლო კომპანიას დოკუმენტებში შეჰქ­ონდა ყალბი მონაცემები, რითაც­ ხელოვ­ნურად ზრდიდნენ შესრულებული სამუშ­აოების მოცულობასა და ღირებულებას. შედეგად, გარიგებაში მყოფი პირები მოტყუებით­ ეუფლებოდნენ საბიუჯეტო სახსრებს. გარიგება კი ყველა მხარისთვის მომგებიანი გახლდათ: ამხანაგობა­ თავისუფ­ლდებოდა 20%-იანი თანადაფინანსებისგან, გამგეობის ხელმძღვანელები, საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენლები­ და სამშენებლო კომპანია კი შეუსრულებელი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ინაწილებდნენ.

ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში­ გოგოლისა და ფიროსმანის ქუჩის ბინათმეს­აკუთრეებიც მოხვდნენ, სარემონტო სამუშ­ა­ოებისთვის თანხაც გამოიყო. "კვირის პალი­ტ­რამ" ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა,­ თუმცა, ფოტომა­ს­ალიდანაც კარგად ჩანს, რომ იქ სამუშა­ოები არ ჩატარებულა (თვალსაჩინოებისთვის­ გთავაზობთ გოგოლის #10-სა და ფიროსმანის #18-ში გადა­ღებულ ფოტოებს).

ვის ჯიბეში მიდიოდა სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხები? სამშენებლო კომპანიებს მერიის მაშინდელი მაღალჩინოსნ­ები არჩევდნენ და კორუფციული გზით თანხებს­ ითვისებდნენ. წყაროს­ ცნობით,­ ამ საქ­მეზე მალე დაკითხვაზე დაიბარებენ მთაწმინდის ყოფილ გამგებელს, ნიკა მელიას, ჩუღურეთის ყოფილ გამგებელს, დავით დაღელაშვილსა, და დიდუბის­ ყოფილ გამგებელს, ლევან მხეიძეს.

ლევან მხეიძე ჯერ კიდევ 2014 წელს მერი­ის სხვადასხვა სტრუქტურაში­ შექმნილი­ სამეთვალყურეო საბჭოების შესა­ხ­ებაც დაჰკითხეს. ამჟამად ის საქართველოში არ იმყ­ოფება - გაურკვეველი ვადით გაემგ­ზავრა აშშ-ში. ნიკა მელიას საგამოძიებო ორგანოსთან პრობლემები­ ერთხელ უკვე ჰქონდა, როდესაც ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე ბრალი წარუდგინეს. გასულ წელს დაჰკითხეს დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მეუღლე და ჩუღურეთის ყოფილი გამგებელი დავით დაღელაშვილიც. ის პროკურატურაში ჟვანიას საქმეზე გამოიძახეს. დაღელაშვილი ჟვანიას დაცვის წევრი გახლდათ.

ჩვენ ყოფილ გამგებლებთან დაკავშირება­ ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. ფინანსთა სამინისტ­როს საგამოძიებო სამსახურში კი განგვიმა­რ­ტეს, რომ ამ ფაქტზე ბრალი უკვე წარედგ­ინათ ერთ-ერთი კომპანიისა და საექსპერტო­ დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს, კორუფციულ სქემაში კი მერიის ყოფილ მაღალჩინოსნების მონაწილეობის დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება...

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო­ სამსახურმა 2013-2014 წლებში დიდუბის,­ ჩუღურეთის, მთაწმინდის რაიონის გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად  დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს "არადელის"“დამფუძნებელი და დირექტორი ბიჭიკო ტიტვინიძე. ამავე­ საქმეზე ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისც­ეს­­ კერძო საექსპერტო დაწესებულების, შპს "ახალი საქქალაქმშენპროექტის" დირექტორი ბაკურ მირიანაშვილი და ექსპერტი გიორგი ლაშხი. უწყების ცნობით, შპს "არადელის" დირექ­ტ­ორმა, ბიჭიკო ტიტვინიძემ, გამგეობებისთვის წარდგენილ აქტებში­ შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდა­ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და ღირებულება, ამის შედეგად კი მიიტაცა გამგეობების კუთვნილი 109.808 ლარი, საექს­პერტო დაწესებულებამ კი შპს "არადელის" შესრულებულ სამუშაოებზე გასცა­ ყალბი დასკვნები, რითაც დაადასტურა,­ რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული­ სამუშაოს მოცულობა შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას, რის საფუძველზეც გამგეობამ მშენებელს ჩაურიცხა თანხა, მაშინ როდესაც­ სამუშაოები არ შესრულებულა" - აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალ­დებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მანამდე კი, შესაძლოა, საქმეში კიდევ არაერთი ბრალდებული, მათ შორის ცნობილი პირები გამოიკვეთონ, საუბარია ყოფილ გამგებლებსა და გამგეობის თანამშრომლებზე.

ვახო ბერიძე

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”