უკრაინულმა ბანკებმა 71 მილიარდ გრივნაზე მეტი დაკარგეს

ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინულმა ბანკებმა 71 მილიარდ გრივნაზე მეტი დანაკარგი განიცადეს.

გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით, ბანკების დანახარჯები წელს 2,7-ჯერ გაიზარდა და 131,6 მილიარდი შეადგინა. ამას გარდა, თებერვლის მონაცემებით, უკრაინულ საბანკო სისტემაში უცხოური კაპიტალის წილი 0,3 პუნქტით შემცირდა და 32,3 პროცენტი შეადგინა. ამ მონაცემებს უკრაინის ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

უკრაინულ ბანკებზე ფინანსურად ნეგატიური გავლენა მოახდინა გრივნის გაუფასურებამ. თუმცა, ეროვნული ბანკის პრესსამსახურის განცხადებით, ყველა ბანკს არ განუცდია სერიოზული ზარალი. "წარმატებული ბანკებიც არიან, რომელთაც შემოსავლებისა და გასავლების ოპტიმიზაციის პოლიტიკა აქვთ შემუშავებული", - განაცხადეს ეროვნული ბანკის პრესსამსახურში.