ვინ არის ევროკავშირის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერი

ჰოლანდიური ვებგვერდი Sargasso ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერთა წლიურ ხელფასს აქვეყნებს.

Sargasso-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყველაზე დიდი წლიური შემოსავალი ევროკავშირის ლიდერებს შორის ევროკომიიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იანკერს აქვს. მისი დაუბეგრავი შემოსავალი 317.496 ევროს შეადგენს.  ევროკომისიის პრეზიდენტზე შედარებით ნაკლები ანაზღაურება აქვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს - 298.495 ევრო. მესამე ადგილს იკავებს ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი - 288 ათასი ევროთი.  მაღალანაზღაურებადი ევროპელი ლიდერების ხუთეულში მოხვდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომლის წლიური ანაზღაურება 250 ათასი ევროა, ხოლო მეხუთე პოზიციას ბელგიის პრემიერი შარლი მიშელი იკავებს - 212.064 ევროთი.

Sargasso-ს ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანაზღაურება 195 ათას ევროს შეადგენს, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ხელფასი კი 179.000 ევროა. ყველაზე ნაკლები ანაზღაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ევა კოპაჩს (48 253 ევრო), სლოვაკეთის პრემიერს რობერტ ფიკოსა (45 127 ევრო) და ლატვიის პრემიერ-მინისტრს ლაიმდოტა სტრაუიუმას (25 285 ევრო) აქვთ.

Sargasso-ს ცნობით, ევროპელი ლიდერების ყოველწლიური ხელფასი მოცემულია დაბეგვრის გარეშე.

bpn