IRI-ს გამოკითხულთა 81% ეკონომიკური მდგომარეობის მთავარ პრობლემად ლარის ვარდნას ასახელებს

IRI-ს გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში გაუარესდა.

გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა - ბევრად, 33%-ის აზრით კი, ნაწილობრივ გაუარესდა. გამოკითხულთა 29% აცხადებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა, 7%-ის აზრით, კი მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა სახეზე. საერთო ჯამში, წინა კვლევასთან შედარებით 33%-ითაა გაზრდილი იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. IRI-ს გამოკითხულთა 81% ეკონომიკური მდგომარეობის მთავარ პრობლემად ლარის ვარდნას ასახელებს.

გამოკითხულთა 45% მთავარ პრობლემად, რომლის წინაშეც საქართველო დგას, უმუშევრობას ასახელებს, 17% - ეკონომიკურ განვითარებას, 14% - ტერიტორიულ საკითხებს, 3%- სოციალურ საკითხებს.

IRI-ის კვლევები 3-დან 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა, პირდაპირი ინტერვიუს სახით 18 წელს გადაცილებული 1,500 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომილება კი 2,5%-ია.