უცხოელი ანალიტიკოსები ოქროზე ფასის ზრდას  პროგნოზირებენ

ამერიკელი და ბრიტანელი ანალიტიკოსები მიმდინარე წლის ბოლომდე, ორწლიანი ფასის ვარდნის შემდეგ, ოქროზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ.

ანალიტიკოსთა ვარაუდით, ოქროს ფასი იმ შემთხვევაშიც კი მოიმატებს, თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების აწევას დაიწყებს. ”მეოთხე კვარტალში ოქროს ფასი უნციაზე 1 320 დოლარი იქნება”, - ნათქვამია ბრიტანული Standard Chartered-ის ანგარიშში.

ამასთან, ბრიტანელი და ამერიკელი ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ ოქტომბერ-დეკემბერში ოქროზე საშუალო ფასი 1 300 დოლარი იქნება, რადგან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ”თავშეკავებული ტემპებით” გაამკაცრებს პოლიტიკას. სააგენტო ”ბლუმბერგის” ბოლო ინფორმაციით, დღევანდელი დილის მონაცემებით, ოქროს ფასი უნციაზე 1181,9 დოლარია, რაც 4,1%-ით დაბალია მარტის დასაწყისის მაჩვენებელზე. მარტში ოქროს ბირჟის ფონდის აქტივები 3,4%-ით შემცირდა.