რუსეთმა შესაძლოა უკრაინას გაზზე ფასი შეუმციროს

რუსეთმა შესაძლოა, უკრაინას გაზზე ფასი შეუმციროს.

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვი კიევს 1000 კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირზე 100 დოლარიან ფასდაკლებას ჰპირდება. ამ წინადადებას მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.

მოსკოვის გადაწყვეტილებით, პირველი აპრილიდან 1000 კუბურ მეტრ გაზში კიევს 250 დოლარის გადახდა მოუწევს, რაც 25 პროცენტით ნაკლებია 2015 წლის პირველი კვარტლის ფასთან შედარებით. სანაცვლოდ უკრაინამ ყველა დადებული პირობა უნდა შეასრულოს და "გაზპრომს" დარჩენილი ვალი დროულად გადაუხადოს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, ვლადიმირ დემჩიშინის განცხადებით, რუსეთთან პირობებსა და ფასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმება სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებისთვის იქნება შესაძლებელი.