რა ჯდება ქორწილი საქართველოში

თუკი ქორწილისთვის კაბის დაქირავებას გადაწყვეტთ, სულ მცირე 300 ლარის გადახდა მოგიწევთ...

ქორწილი ყველა ადამიანისთვის საოცნებო, მნიშვნელოვანი და ემოციებით დატვირთული ღონისძიებაა. ვისაც გრანდიოზული და ყველასთვის დასამახსოვრებელი ქორწილის გადახდა სურს, ამ დღისთვის მზადებას რამდენიმე თვით ადრე იწყებს, ზოგს უბრალოება და სისადავე ხიბლავს, არიან ისეთებიც, ქორწილში ფულის "გადაყრას" უაზრო ხარჯად რომ მიიჩნევენ და ათასობით ლარს ერთი დღისთვის არ, ან ვერ იმეტებენ. არის შემთხვევები, როდესაც მშობლების დაჟინებული მოთხოვნითა და მათივე ფინანსური მხარდაჭერით, გრანდიოზული ქართული ქორწილი ყველაფრის მიუხედავად, მაინც შემდგარა.

უახლოეს წარსულში ქორწილის ორგანიზება თავიდან ბოლომდე ნეფე-პატარძალსა და მათ ახლობლებზე იყო დამოკიდებული, დღეს კი არსებობს უამრავი კომპანია, რომლებიც მომსახურების მრავალფეროვან არჩევანსა და სხვადასხვა სერვისს გთავაზობთ. ქორწილი კაბის, ნიშნობის ბეჭდების, პატარძლის ვარცხნილობისა და ტორტის გარეშე წარმოუდგენელია, ამ ყველაფერს კი ხელმოწერის ცერემონია, ფოტოგრაფი და ოპერატორი რომ მიამატოთ, საშუალოდ 6 ათას ლარამდე დაგჭირდებათ.

თუკი ქორწილისთვის კაბის დაქირავებას გადაწყვეტთ, მინიმუმ 300 ლარის გადახდა მოგიწევთ, შეძენის შემთხვევაში კი მინიმუმ 500 ლარი უნდა გქონდეთ გათვალისწინებული. ნეფე-პატარძლის ნიშნობის ბეჭდების დასამზადებლად საშუალოდ 800-850 ლარია საჭირო. თუკი ქორწილის მუსიკალურ გაფორმებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ, მუსიკალური ბენდის ან დიჯეის დაქირავება საშუალოდ 400 ლარი დაგიჯდებათ.

ხელის მოწერის ცერემონიის მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, აქაც ყველაფერი თქვენი ჯიბის სისქეზეა დამოკიდებული. თუკი არჩევანს გასვლით ცერემონიალზე შეაჩერებთ, 150-დან 170 ლარამდე გაითვალისწინეთ, ქორწინების სახლში (სამუშაო დღეებში) – 90, შაბათ- კვირას კი 150 ლარი.

იხილეთ სრულად